Friday, May 12, 2017

თინას ბლოგი

1. პროექტის სახელწოდება: ფოტოსინთეზი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ფოტოსინთეზის გზით ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე 160 მლნ ტონა ორგანული ნივთიერება მზადდება, რომელიც კვებავს და აშენებს არამხოლოდ მცენარეების ორგანიზმს, არამედ ყოველ ცოცხალს დედამიწაზე.
მოსწავემ უნდა შეძლოს ფოტოსინთეზის მნიშვნელობის გაცნობიერება მცენარეებისათვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ცდების საშუალებით დაადგინოს ფოტოსინთეზისათვის საჭირო პირობები.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარჩვევები.
მოსწავლეები აცნობიერებენ ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას.
მოსწავლეები ერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში, სწავლობენ როგორ მოიპოვონ, დაამუშავონ და გამოიყენონ ინფორმაცია.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს უვითარდებათ:
აზრის ჩამოყალიბებისა და მოწოდების უნარი.
  კომუნიკაციის უნარი.
კვლევის უნარ-ჩვევები. (დაკვირვება, მონაცემთა ჩაწერა, მონაცამთა ინტერპრეტაცია, შედეგების პრეზენტაცია)
                   
5. მონაწილეთა ასაკი:14 -15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან პლაკატებს, სქემის სახით წარმოადგენენ ფოტოსინთეზის საწყის და საბოლოო პროდუქტებს. წარმოადგენე რეფერატს მწვანე მცენარეების მნიშვნელობის შესახებ. დარგავენ ხეებს, გააშენებენ ყვავილნარებს და გაუფრთხილდებიან მწვანე ნარგავებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სათანადო ლიტერატურა, ინტერნეტიდან მოძიებული მასალები. ცდებისათვის საჭირო აღჭურვილობა (სინჯარა, პიპეტი, პინცეტი, სპირტქურა, ქოთნის მცენარე, იოდი, სპირტი.)
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაგეგმავენ და ჩაატარებენ ცდას, რომლის საშუალებითაც აღმოაჩენენ ფოთოლში სახამებელს.
ფოთოლში სახამებელი წარმოიქმნება ფოტოსინთეზის შედეგად.
შემდეგ დაგეგმავენ ცდებს, რომლის საშუალებითაც დაადგენენ ფოტოსინთეზისათვის საჭირო პირობებს (ქლოროფილის, ნახშირორჟანგის, წყლის, სინათლის არსებობა)
ჩატარებული ცდების საშუალებით გააკეთებენ დასკვნებს: იმისათვის რომ მოხდეს ფოტოსინთეზი აუცილებელია ქლოროფილის შემცველობა ფოთოლში, ჰაერში ნახშირორჟანგის არსებობა, წყალი და მზის სინათლე.10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბიოლოგიაში, ექნებათ კავშირი ქიმიასთან და ლიტერატურასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ბიოლოგიის მასწავლებელი: თინათნ ბუჩაშვილი
12. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: buchashvilitina@gmail.com

13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: თინას ბლოგი

Friday, April 28, 2017

გაზაფხული

გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი დროა.ამ დროს ბუნება იღვიძებს.მე ძალიან მიყვარს გაზაფხული.
გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი დროა.ამ დროს ბუნება იღვიძებს.მე ძალიან მიყვარს გაზაფხული.
გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი დროა.ამ დროს ბუნება იღვიძებს.მე ძალიან მიყვარს გაზაფხული.
გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი დროა.ამ დროს ბუნება იღვიძებს.მე ძალიან მიყვარს გაზაფხული.
გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი დროა.ამ დროს ბუნება იღვიძებს.მე ძალიან მიყვარს გაზაფხული.